მთავარიევროპაუკრაინა„ქართული კერძები უფასოდ“ - კიევში შეფ-მზარეული დიმა ბასილაია მოქალაქეებსა და მეომრებს მასპინძლობს

„ქართული კერძები უფასოდ“ – კიევში შეფ-მზარეული დიმა ბასილაია მოქალაქეებსა და მეომრებს მასპინძლობს

უკრაინაში ახლა ბევრი ქართველია – ზოგი ომის დაწყების შემდეგ წავიდა, საბრძოლველად, ზოგიც – იქ მანამდე ცხოვრობდა. ქართველი მოხალისეები არიან ბრძოლის ველზე, უკრაინის საზღვრებთან ლტოლვილების დასახმარებლად, არიან საავადმყოფოებში და ჰუმანიტარულ მისიებში.

ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე შეფ-მზარეული დიმა ბასილაია კიევში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა და იქ რესტორანი გახსნა. ომის დაწყების დღიდან ის მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს ქართული კერძებით უსასყიდლოდ უმასპინძლდება. კიევი არც ერთი დღით არ დაუტოვებია და მაშინაც მუშაობდა, როდესაც ქალაქი უწყვეტად იბომბებოდა.

„დღეში 400-მდე ადამიანისთვის გვიწევს სადილის მომზადება. მოსახლეობას ასევე ვეხმარებით მედიკამენტებით, ბავშვების საკვებით, პირველადი საჭიროების ნივთებით. ეს ჩვენი ომიც არის. ჩვენ საერთო მტერი გვყავს“ – ამბობს დიმა ბასილაია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend