აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ქალაქი, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა ალყაშია.
ომის დაწყებიდან 2600 საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 90 პროცენტი დანგრეული ან დაზიანებულია, ხოლო სულ ცოტა 40% ამჟამად საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
მარიუპოლის დაბომბვითა და შავი ზღვის სანაპიროს ბლოკადით, რუსეთმა უკრაინა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობას ფაქტობრივად გამოთიშა.
მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსეთის ჯარები აკონტროლებენ ქალაქის რამდენიმე კვარტალს, თუმცა ქალაქი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა. მერის განცხადებით, მარიუპოლს სრული ევაკუაცია ესაჭიროება.
უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეულია შეთანხმება ორ ჰუმანიტარულ დერეფანზე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქალაქი დაბლოკილია რუსეთის ჯარების მიერ, შავი ზღვის პორტის მიმდებარე ტერიტორია კი დანაღმული.
მისი თქმით, შეუძლებელია ქალაქში სურსათის, წამლებისა და წყლის შეტანა, რადგან რუსი სამხედროებო ჰუმანიტარულ კოლონებს ცეცხლს უხსნიან.
ზელენსკი რუსეთს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მარიუპოლიდან იძულებით გადაყვანაში ადანაშაულებს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის მძიმე დარღვევაა.
რუსეთმა დაახლოებით 5000-მდე სამშვიდობო მოქალაქე ბეზიმენეში არსებულ დროებით ბანაკში გადაიყვანა, რომელიც მარიუპოლიდან აღმოსავლეთით 90 კილომეტრში მდებარეობს.
რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ათასობით უკრაინელი იძულებით გადაჰყავს.