მთავარიგადაცემებისინემაჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების დაცვის ფორუმი 20 წლისაა

ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების დაცვის ფორუმი 20 წლისაა

უკვე 20 წელია, რაც ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალსა და ადამიანის უფლებების დაცვის ფორუმზე  (FIDF)  იკრიბებიან ხელოვანები, აქტივისტები, ჟურნალისტები და თვითმხილველები, რათა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმონ.

ოპერის მომღერალი ამერიკელი  ბარბარა ჰენდრიქსი ამ ფესტივალის ერთ-ერთი დამფინანსებელია. ჰენდრიქსი არის ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩი.

„ყველა ერთ მიზანს ვემსახურებით, თითოეული ჩვენგანი ერთიანდება  ადამიანთა უფლებების დასაცავად. ეს სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთია, რადგან ჩვენ ყველანი კაცობრიობის, ერთი ოჯახის წვერები ვართ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავდგეთ იმის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ხდება,“ –  განუცხადა ბარბარა ჰენდრიქსმა „ევრონიუსს“.

ფესტივალის განმავლობაში  მრავალი ფილმის ჩვენება და ფორუმი საჯარო იყო. ბელგიელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტინ ოკრენტი ჟენევის კონოფესტივალს არასდროს აკლდება.

„მსოფლიო კატაკლიზმების ფონზე აუცილებელად უნდა იყოს ადგილი, ერთგვარი ჰაბი, სადაც ყველას შეუძლია მისვლა.  დღეს საერთაშორისო მდგომარეობის გამო აქ, ჟენევის ტბის სანაპიროზე, იმ რუსი ოლიგარქების გარემოცვაში, რომლებიც დიდძალ უძრავ ქონებას ფლობენ შვეიცარიაში, განსაკუთრებულად ვღელავთ,“ – ამბობს კრისტინ ოკრენტი.

მთელი საღამო დაეთმო უკრაინაში მიმდინარე ომს და 2020 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, სახელწოდებით „დედამიწა ფორთოხალივით ლურჯია“. ეს ფილმი დონბასშია გადაღებული და იმ ყოველდღიურ ტრავმაზე მოგვითხრობს, რომელიც ომის ზონაში ცხოვრებას ახლავს თან. ფილმმა სანდენსის კინოფესტივალზე l საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მოიპოვა.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის პრეზიდენტი ფრანგი რეჟისორი რიტჰი პანი იყო, რომელიც წარმოშობით კამბოჯიდანაა. მან ბერლინის ჯილდო მიიღო.

„ჩემი აზრით, ყველა ფილმი პოლიტიკურია. თუ არ არის პოლიტიკური, ჩემთვის ეს ცოტა მოსაწყენია. მე ძალიან მიყვარს დოკუმენტური ფილმები, მათში  ყოველთვის დასმულია კითხვები დემოკრატიის, თავისუფლების, განცდების შესახებ. ადამიანის ღირსების დაცვა ნამდვილად იმსახურებს, რომ ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მასზე,“ – განაცხადა პანმა.

მსურველს შეუძლია ფესტივალის ფარგლებში გამართული დისკუსიები და იქ ნაჩვენები ფილმები ფესტივალის ვებგვერდზე ნახოს.

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend