მთავარიკუბიპოსტებს, რომელშიც მომხმარებლები ვლადიმერ პუტინს სიკვდილს უსურვებენ, ფეისბუკი აღარ წაშლის - Reuters

პოსტებს, რომელშიც მომხმარებლები ვლადიმერ პუტინს სიკვდილს უსურვებენ, ფეისბუკი აღარ წაშლის – Reuters

კონტენტის მოდერატორების შიდაწერილების საფუძველზე, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ აღნიშნავს, რომ კომპანია მეტამ დროებით შეცვალა სიძულვილის ენის პოლიტიკა და საშუალება მისცა რამდენიმე ქვეყნის მომხმარებლებს, მათ შორის საქართველოს, გამოაქვეყნონ პოსტები, რომლებშიც ჩანს, რომ მათ ვლადიმერ პუტინის ან ალექსანდრ ლუკაშენკოს სიკვდილი სურთ.
ასეთი შინაარსის პოსტების გამოქვეყნების საშუალება მომხმარებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ არ არის მითითებული მკვლელობის მეთოდი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რუსეთისა და მისი ლიდერის მიმართ ძალადობრივი შინაარსის კომენტარის დაწერის საშუალება მისცეს, არის საქართველოსთან ერთად არის,სომხეთი,  აზერბაიჯანი, ესტონეთი, უნგრეთი ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი და უკრაინა.

მოდერატორები ყურადღებით აკვირდებიან ძალადობის შემცველ პოსტებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მისამართით ქვეყნდება. პოსტები, რომლებშიც მოქალაქეებზე თავდასხმის მოწოდებებია, კვლავაც იკრძალება და ითვლება სიძულვილის ენის გაღვივების საშუალებად.

შეზღუდვების დაწესება დამოკიდებული იქნება კონტექსტზე, თუმცა როგორც „როიტერსი“ წერს, შეცვლილია პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ფორმა.  მაგალითად, ფრაზა – „სიკვდილი რუს ოკუპანტებს“ დროებით აღარ დაიბლოკება.

კიდევ ერთი სიახლეა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით. ფეისბუკმა და ტვიტერმა წაშალეს ლონდონში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც მარიუპოლის სამშობიარო სახლზე თავდასხმას ეხებოდა. ერთ-ერთ პოსტში საელჩოს წარმომადგენლობა აღნიშნავდა, რომ მარიუპოლში სამშობიარო სახლი უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს და რომ ამ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები იყვნენ გამაგრებული. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც. ისინი ამტკიცებდნენ,  რომ ფოტოები გაყალბებული იყო და ორსული ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ავიადარტყმა არ განხორციელებულა.  ტვიტერში განაცხადეს, რომ შლიან იმ პოსტებს, რომლებშიც ძალადობის ფაქტებს უარყოფენ.

მარიუპოლის სამშობიარო სახლზე ავიაიერიშის მიტანის შემდეგ დაიღუპა 3 ადამიანი, რომელთგან ერთი ბავშვია, 17 კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend