ავსტრიაში სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგულაციები თებერვლის დასაწყისში ამოქმედდა. როგორც კაროლინა ედშტადლერი ამბობს, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გამო შესაძლებელი გახდა გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება.
მთავრობა ექსპერტების რეკომენდაციას ითვალისწინებს. ისინი მიიჩნევენ, რომ კოვიდ19-ის ერთ-ერთი ვარიანტი „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს. მათი აზრით, ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობა არ არის. როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილებას 3 თვეში კიდევ ერთხელ გადახედავენ
ქვეყანაში ასევე გაუქმდება ჯარიმები, რომლებიც დაწესებული იყო აუცრელი ადამიანებისთვის, 3600 ევროს ოდენობით. ახალი წესები ძალაში 15 მარტიდან შევა.
ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელშიც სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს. მათი მიზანი იყო, თავიდან აეცილებინათ საავადმყოფოების გადატვირთვა. ამჟამად ავსტრიაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 70 პროცენტს შეადგენს.
გერმანიაში 15 მარტიდან ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მხოლოდ სპეციალური დაწესებულების თანამშრომლებისთვის, მაგალითად, სამედიცინო პერსონალისთვის. დისკუსია სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე გრძელდება.