უკრაინაში მიმდინარე ომი გეოგრაფიულად ძალიან ახლოს არის ავსტრიასთან. სწორედ ამიტომ ავსტიის ხელისუფლებას თავისი შეირაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გაძლიერება სურს.
ავსტრიის თავდაცვის მინისტრის კლაუდია ტანერს თქმით, გაძლიერდება როგორიც ვენის მახლობლად არსებული ბაზა, კიბერთავდაცვა და მძიმე შეიარაღებაც. მინისტრის განცხადებით უკვე გაზრდილია სამხედრო ბიუჯეტი.
“ავსტრიის სამხედრო ბიუჯეტი ახლა 2.71 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი ბიუჯეტია. თუმცა ამით ჩვენ თავს არ ვიტყუებთ. რა თქმა უნდა, ათწლეულების უგულებელყოფის ასანაზღაურებლად ეს საკმარისი არ არის,” – ამბობს ავსტრიის თავდაცვის მინისტრი კლაუდია ტანერი.
ავსტრიის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დამდგარა. ქვეყანაში ნეიტრალიტეტს ეროვნულ დღესასწაულისას სამხედრო აღლუმებით აღნიშნავენ. ანალოგიურად ნეიტრალური ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის, მთავრობები თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ ნახევარ პროცენტს სწორედ თავდაცვაზე ხარჯავენ. ავსტრია კი ამის ნახევარს ხარჯავს. კიდევ ერთი ნეიტრალური ქვეყანა ირლანდია – 0.2 პროცენტს.
ძველი ტექნიკა, სამხედრო ნაწილების ნაკლებობა და არასაკმარისი პერსონალი – ასე აღწერს ავსტრიულ ჯარს სამხედრო ჟურნალისტი მარტინ როსენკრაცი, რომელიც ავსტრიის სამხედრო მდგომარეობას წლებია თვალს ადევნებს. მისი თქმით, ავსტრია რუსეთს ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს.
„გასულ წლებში, როდესაც ავსტრია სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობდა, იარაღი ყოველთვის ნაკლებად გამანადგურებელი იყო,“ – ამბობს ჟურნალისტი.
ახლო მომავლაში უფრო ძლიერი ჯარის ჩამოყალიბებისთვის ავსტრიის მთავრობა დამატებითი თანხების ინვესტიციას განიხილავს. ომმა უკრაინაში, ვენიდან მხოლოდ 400 კილომეტრის დაშორებით, ავსტრიის მთავრობის პოზიცია შეცვალა. რუსეთთან ტრადიციული კარგი ურთიერთების ნაცვლად, ავსტრია ახლა დასავლეთის პოზიციას იზიარებს. თუმცა ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ავსტრია ძლიერი ჯარის ჩამოყალიბებას.