მოსკოვში უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის შემდეგ 962-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ბოლო მონაცემებით რუსეთის მასშტაბით 51 ქალაქში პოლიციამ ომის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 1767 ადამიანი დააკავა.
სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პოლიცია სიმკაცრით გამოირჩეოდა. დაკავებულია 433 ადამიანი.
აქციის ზოგიერთი მონაწილის ოჯახის წევრი უკრაინაში ცხოვრობს.
„არ მინდა, რუსეთმა უკრაინას შეუტიოს, მე იქ ბებია და ბაბუა მყავს”,- ამბობს ერთ-ერთი აქციის დემონსტრანტი
„რაც დღეს მოხდა, სირცხვილია, ბევრ ჩვენგანს უკრაინელი ნათესავები და მეგობრები ჰყავს და ეს მათი ღალატია”, – ამბობს აქციის მონაწილე.
ათეულობით ადამიანი შეიკრიბა ეკატერინბურგის ცენტრალურ მოედანზეც. პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა.