რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს, – ამის შეახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
„ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს შევატყობინე. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ“, – წერს ზელენსკი.
Russian occupation forces are trying to seize the #Chornobyl_NPP. Our defenders are giving their lives so that the tragedy of 1986 will not be repeated. Reported this to @SwedishPM. This is a declaration of war against the whole of Europe.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 24, 2022