მთავარიამერიკაპერულიმაში 1400 წლის წინანდელი მუმიფიცირებული ბავშვების ნეშთები იპოვეს

ლიმაში 1400 წლის წინანდელი მუმიფიცირებული ბავშვების ნეშთები იპოვეს

პერუს დედაქალაქის სამხრეთით, ინკების ყოფილ დასახლებაში  არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 20 ადამიანის მუმიფიცირებული ნეშტი, მათ შორის 8 ბავშვის.  დედაქალაქ ლიმაში მუმიებთან ერთად გამოფენილი იყო იმავე ადგილას ნაპოვნი ჭურჭელი და სხვა ნივთები.

არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა კახამარკილიაში,  1400 წლის წინანდელი ინკების დასახლებაში, რომელიც ლიმის მთავარი მოედნიდან 16 კილომეტრში მდებარეობს.  მუმიფიცირებულ ბავშვთა ნეშტებს 2021 წელს ნაპოვნ მამაკაცის მუმიას უკავშირებენ.

2021 წელს აღმოჩენილი მუმია ბაბმის ქსოვილით იყო დაფარული, ხელები მცენარეებისგან გაკეთებული თოკით ჰქონდა შეკრული. კვლევითი ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეს უნიკალური აღმოჩენაა.

არქეოლოგებმა მუმიის საფლავი დაახლოებით 3 მეტრით გააფართოვეს. მათთვის წარმოუდგენელი იყო, ამ პატარა სივრცეში ამდენი ადამიანის ნეშტს თუ იპოვიდნენ.

აღმოჩენილი მუმიებისა და არტეფაქტების ნახვა სან მარკოს ეროვნულ უნივერსიტეტშია შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend