ამბები ადამიანების შესახებ, რომლებიც დიდ ტკივილს განიცდიან და არსებით ცვლილებებს ელიან.
გალერეა Window Project-ში 9 თებერვალს უტა ბექაიას მულტიმედიური გამოფენა – „ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპე“ გაიხსნა. გამოფენის შთაგონება უტა ბექაიას მიერ Covid 19-ის იზოლაციის პერიოდში დაწერილი მოთხრობა გახდა.
გამოფენის შესახებ უტა ბექაიამ ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ისაუბრა.