მთავარიამერიკაკანადაკანადაში ანტივაქსერების პროტესტის გამო რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კანადაში ანტივაქსერების პროტესტის გამო რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოიყენა კანონმდებლობა, რომელიც მის მთავრობას ანიჭებს  უფლებამოსილებას, ებრძოლოს “უკანონო და სახიფათო” ბლოკადებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის არის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საგანგებო სიტუაციების აქტი გამოიყენა.

ტრუიდო ამბობს, რომ ზომები იქნება დროში შეზღუდული და მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონებს შეეხება.

,,ამ ზომები იქნება გონივრული და პროპორციული იმ საფრთხეების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ეს ეხება კანადელების უსაფრთხოებას, ხალხის სამუშაო ადგილების დაცვასა და ჩვენი ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენას ”,  – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

თვითგამოცხადებული მოძრაობის წევრებმა მხარი დაუჭირეს მემარჯვენე ექსტრემისტებს და დედაქალაქ ოტავას ბლოკირებას სატვირთო მანქანებით აგრძელებენ.

მზარდმა პროტესტმა და მთავრობის უმოქმედობამ მოსახლეობა გააბრაზა. ისინი დემონსტრანტების მხრიდან შევიწროებასა და დაშინებაზე ჩივიან, რასაც ყოველდღიურად ქუჩაში აწყდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend