ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ევროზონაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ევროპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ცენტრალური ბანკის წლიური ანგარიშის განხილვისას კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაში ინფლაცია ევროზონის ქვეყნებში საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა იქვე დააზუსტა, რომ ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზი 2 პროცენტს შეადგენს.
ცენტრალური ბანკი ყურადღებით აკვირდება მონაცემებს, რათა განსაზღვროს, თუ რა გავლენა ექნება ინფლაციას. კრისტინ ლაგარდს მიაჩნია, რომ ამ ზემოქმედების შეფასება მნიშვნელოვანია მომავლის დასაგეგმად. იგი აღნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება, სანამ წმინდა აქტივებს არ შეისყიდიან.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, კრისტინ ლაგარდი და რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის სესიის წინ ევროს ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევის 20 წლის იუბელეს აღსანიშნავად შეხვდნენ ერთმანეთს.