ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ შესულ ინდივიდუალურ საჩივრებზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთს კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება.
ინტერვიუ საიას წარმომადგენელთან, თამარ ონიანთან