მთავარისაქართველოHBO-ს სერიალის აუდიო-ეფექტებზე ქართულმა კომპანიამ იმუშავა

HBO-ს სერიალის აუდიო-ეფექტებზე ქართულმა კომპანიამ იმუშავა

ამერიკული საკაბელო ქსელის HBO-ს 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის “ეიფორიის” მეორე სეზონის პრემიერა 9 იანვარს შედგა. ეს სერიალი რამდენიმე მოზარდის ამბავს გვიყვება.

პერსონაჟების პრობლემების გადმოცემას მსახიობები სამსახიობო ოსტატობით ცდილობენ, კომპოზიტორები დრამატულ მუსიკას ქმნიან, რეჟისორი სპეციალურ რაკურსს არჩევს, ხოლო მაყურებლისთვის ხშრად შეუმჩნეველი ხელოვნების, აუდიო-დიზაინის მიზანი, ხმით ამბის მოყოლაა. სერიალის სწორედ აუდიო-ეფექტებზე იმუშავა ქართულმა კომპანიამ POSTRED და გლობალური მასშტაბით უდიდეს წარმატებას მიაღწია.

ბოთლის გატეხა, წყლის დასხმა, ტანსაცმლის დაგდება – სამყაროში თითქმის ყველაფერი ბგერებს გამოსცემს, რაც სიცოცხლის აღქმაში გვეხმარება. ასეა ფილმებშიც. POSTRED-სი დამფუძნებელი ბესო კაჭარავა აღნიშნავს, რომ ხმების შესაქმნელად რამდენიმე მეთოდს იყენებენ

„ყოველდღიური მოქმედების ხმებს, როგორიც არის აღება,დადება, სიარული – ამისთვის სპეციალური სტუდია-ფოლი გვაქვს, რომელიც კარგად ართმევს თავს. ასევე არის საქმე,  რომელსაც მე და ჩემი საუნდ-ედიტორი ვაკეთებთ. თუ საჭიროა გავდივართ და ვიწერთ ხმას, როგორიცაა მანქანის ხმა – ისეთი ბგერები, რომლებსაც უბრალოდ სტუდიაში ვერ წაიღებ.  არის ხმები, რომლებსაც უბრალოდ ციფრულად ვიღებთ და გვაქვს აუდიო ბაზებიც“, – აღნიშნავს ხმის დიზაინერი.

ბესო კაჭარავას თქმით, გლობალურ კინოკომპანიებთან საქმიანი ურთიერთობა ძალიან საპასუხისმგებლობა. უცხოური კომპანიები დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ქართული გუნდი სანდოა.

POSTRED-ი უკვე რამდენიმე წელია გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობს.

„ბევრი ეტაპის გავლა დაგვჭირდა, რომ დიდ კომპანიებზე გავსულიყავით. ვიტყოდი, რომ  ბევრი ფაქტორი არის აქ გადამწყვეტი. პირველი არის ის, რომ ჩვენ ვართ გამოცდილი და საინტეროსები. ასევე უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი სტუდია და საქართველო არის წყნარი და დაცული იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები აკეთო“, – ამბობს ბესო კაჭარავა.

მოლაპარაკებებსა და წარმატების მიღწევაში საქართველოს USAID-ი დაეხმარა. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე მარიკა შიოშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან ამბობს, რომ ისინი მუშაობენ რამდენიმე პრიორიტეტულ სექტორში, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შემოქმედებითი ინდუსტრიებია.

„ყველასთან სხვადსხვანაირი მიდგომა გვაქვს,იმიტომ რომ სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა დახმარება სჭირდება. ჩვენი გუნდი მობილიზებულია იმაზე, რომ ჩავერთოთ და მაქსიმალურად გავუწიოთ ის დახმარება, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას სჭირდება. რაოდენობრივად გამიჭირდება დავასახელო იმდენად ბევრი პროექტია და თან მხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიებს არ ვეხმარებით“, – აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე მარიკა შიოშვილი.

კინოინდუსტრიაში „ეიფორია“ მოზარდების პრობლემების შესახებ პირველი ფილმი არ არის, თუმცა ეს არის პირველი სერიალი ახალგაზრდებზე, რომელსაც  ბგერებითა და ხმებით, საერთაშორისო გუნდთან ერთად, ქართველებიც მიყვებიან.

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend