კიევში მოსახლეობა ქვეყნის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების დახმარებით იარაღის ფლობას სწავლობს. იგივე სურათია სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქებშიც. ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე კი უკრაინული არმიის ჯარისკაცები თავდაცვით ინფრასტრუქტურას აშენებენ. უკრაინელი ჯარისკაცები აზრით რუსული თავდასხმა რეალურია.
“დიდი შანსია რომ ჩვენს სამშობლოს თავს დაესხას რუსული არმია. ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და თავდაცვისათვის მოვემზადოთ. სწორედ დღეს ვასწავლით მოქალაქეებს თავდასხმის შემთხვევაში ქმედებას“, – უკრაინული არმიის ჯარისკაცი ამბობს პეტრო.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი ავრცელებენ ვიდეო მასალას, სადაც მათი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფები ესტონეთისა და ფინეთის სახელმწიფო საზღვართან სამხედრო წვრთნებს ატარებენ. კრემლი აგრძელებს შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთ სამხედრო ოლქისა და ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებისა და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გადასროლას.
მეორეს მხრივ ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს წევრი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჯარების გადასროლას.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ბრძანების საფუძველზე სამხრეთ პოლონეთში 2 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა. ამერიკული ჯარების მეთაური გენერალი კრის დონაჰე აცხადებს, რომ მისი ჯარები ნატოს დაცვისათვის მზად არიან.
“ჩვენი პოლონეთში ჩამოსვლა მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება, საქმე ეხება ალიანსის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებასაც. მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პოლონელ მოკავშირეებს თბილი დახვედრისათვის, ჩვენთვის უდიდესი პატივია პოლონელი ერის მხარდამხარ მსახური“, – აცხადებს პოლონეთში ამერიკული ჯარების მეთაური გენერალი კრის დონაჰე.
პოლონეთში გადასროლილ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დანაყოფს 18 საათში შეუძლია მოქმედების რადიუსში არსებული სტრატეგიულ ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა.