ამსტერდამში კულტურის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. ქვეყანაში სალონებს, სავარჯიშო დარბაზებსა და მაღაზიებს გახსნის უფლება მიეცათ, თუმცა მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები კვლავ დახურულია. ამ დაწესებულებების თანამშრომლების თქმით, იგი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან.
ამსტერდამში კონსერტგებოუს ორკესტრმა კლასიკური მუსიკის კონცერტი სალონის თანამშრომლების წინაშე შეასრულა. ამ ფორმით გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სილამაზის სალონებს გახსნის უფლება მიეცათ, ხოლო კულტურულ დაწესებულებებს არა.
„ამ გადაწყვეტილებების უკან არანაირი ლოგიკაა, ბოლოს ორი წლის განმავლობაში დამტკიცდა, რომ მუზეუმებსა და კონცერტებზე სიარული უსაფრთხოა. ხალხის მასების კონტროლის უდიდესი გამოცდილება გვაქვს. პანდემიის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ ინფექციის გავრცელების მიზეზი გავხდით“, – ამბობს საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელი სიმონ რეინინკი.
ორიგინალური ფორმით გააპროტესტეს შეზღუდვები ვან გოგის მუზეუმშიც. მუზეუმში სტუმრებს ცნობილი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების გარდა ფრჩხილის ლაქის წასმაც შეუძლიათ.
„მთავრობამ სავარჯიშო დარბაზებს გახსნის უფლება მისცა. თუმცა, ვარჯიში არამარტო ადამიანის სხეულს, არამედ ფსიქიკასაც სჭირდება. მუზეუმი არის ადგილი, სადაც მათ ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება შეუძლიათ. ვან გოგის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა დიდ როლს თამაშობს ჩვენს მუზეუმში“, – მიიჩნევს ვან გოგის მუზეუმის დირექტორი ემილი გორდენკერი.
ომიკრონის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო დეკემბერში ნიდერლანდებში მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა. გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტი ბიზნეს სექტორის მხრიდან. წინა კვირას თვითნებურად გახსნეს ბარ-რესტორნებიც.