უკრაინაში არსებულ ვითარებასა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს განიხილავენ უსაფრთხოების ორდღიან ფორუმზე, რომელიც თბილისში იმართება და “რონდელის ფონდის” მიერ არის ორგანიზებული. სხვადასხვა სემინარის ფარგლებში ექსპერტები საუბრობენ დასავლეთის პოლიტიკაზე რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპასუხოდ. ასევე, მსჯელობენ დემოკრატიის ბედზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად – იმ ფონზე, როცა ავტორიტარები აქტიურად ცდილობენ გლობალური დღის წესრიგის შეცვლას და დემოკრატიული ფასეულობების დაკნინებას.
მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიკახა გოგოლაშვილი - "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი