მთავარიევროპაშვედეთიშვედეთში დრონით გაგზავნილი დეფიბრილატორის მეშვეობით პირველად იხსნეს ადამიანის სიცოცხლე

შვედეთში დრონით გაგზავნილი დეფიბრილატორის მეშვეობით პირველად იხსნეს ადამიანის სიცოცხლე

შვედეთში მამაკაცს, რომელსაც გული შეტევა დაემართა, შეტყობინების მისვლიდან 4 წუთში დრონით გამოუგზავნეს დეფიბრილატორი. პაციენტი სწორედ ამ აპარატის საშუალებით გადარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეფიბრილაციის დაწყება სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდეა შესაძლებელი. 71 წლის სვენი თავის ბაღში იყო,  როდესაც გულის შეტევა დაეწყო.

გადარჩენილი პაციენტის სვენი იხსენებს, რომ დილას თოვლის სიმაღლე დაახლოებით 5 სანტიმეტრი იყო. იგი სწორედ თოვლის გასაწმენდად გავიდა გარეთ. როდესაც ნახევარი საქმე გააკეთა,  ძირს დაეცა, სხვა არაფერი ახსოვს. მისმა ცოლმა ფანჯრიდან დაინახა, რომ ძირს იწვა.  სვენის მეუღლე ადრე ექთანი იყო, ამიტომ მაშინვე  ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკა. მას მალევე მოესმა ზემოდან რაღაც ხმა.  ეს დრონი იყო, რომელმაც დეფიბრილატორი მიაწოდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  „ევერდრონის“ მოწყობილობის წყალობით, ექიმების ჩარევის გარეშე, ადამიანი გადარჩა.

კომპანია „ევერდრონის“ აღმასრულებელი დირექტორი მატს სელსტრიომი ამბობს, რომ, როგორც კი სადისპეტჩეროში შეტყობინება შემოდის შესაძლო გულის შეტევის შესახებ, მაშინვე იწყება დრონის აქტივაცია, ანგარის კარი მუდამ ღიაა. მეთაური პილოტი, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს, გაფრენის ნებართვას იღებს. შემდეგ იგი უბრალოდ აკვირდება ვითარებას,  რადგან მოწყობილობა 99 პროცენტით თავად აკეთებს საქმეს.

კომპანია „ევერდრონი“ მოწყობილობის მისაწოდებლად მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც მართავს, ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend