მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი მთავრობა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი მთავრობა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ანგელა მერკელის ეპოქა მთავრდება. 26 სექტემბერს გამართული ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები მწვანეთა და თავისუფალ დემოკრატთა პარტიის წევრებთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

სამი პარტიის შეთანხმების საფუძველზე, ანგელა მერკელს, რომელიც გერმანიას 16 წელი მართავდა, 6 დეკემბერს ჩაანაცვლებს – სოციალ – დემოკრატიული პარტიის ლიდერი და მერკელის მთავრობის ვიცე – კანცლერი, 63 წლის ოლაფ შოლცი.

მომავალმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი მთავრობა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდაზე იზრუნებს.  ასევე, გარკვეულ სექტორებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე. ახალი მთავრობა მთავარ მიზნად ყველა სფეროში უფრო ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას ისახავს.

კოალიციის წევრი პარტიის, მწვანეთა პარტიის ლიდერი ანალენა ბაერბოკი ერთობლივი წერილის გარდა, საგანგებო განცხადებას აკეთებს, და ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად პრიორიტეტი გარემოს დაცვის პოლიტიკასაც მიენიჭება.

კოალიციის ძირითადი მიზნები კი შემდეგია:

ქვანახშირის გამოყენებაზე უარის თქმა 2030 წლის შემდეგ;

მინიმალური ხელფასის გაზრდა საათში 12 ევრომდე;

უსახლკაროთა დაბინავების მიზნით 400 000 ახალი სახლის მშენებლობა;

საარჩევნო რეფორმა, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან ხმის მიცემა შეეძლებათ;

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვანეთა პარტია ჩაიბარებს, ფინანსთა სამინისტროს კი – თავისუფალი დემოკრატები.

მომავალ გეგმებთან დაკავშირებით კოალიციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბერლინი მზად არის, ითანამშრომლოს მოლდოვასთან, უკრაინასთან და საქართველოსთან – ამ სამი სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend