მთავარიმსოფლიოევროპაკრიზისის სამი კერა აღმოსავლეთ ევროპაში

კრიზისის სამი კერა აღმოსავლეთ ევროპაში

აღმოსავლეთ ევროპაში ამ ეტაპისათვის სამი პოტენციური კონფლიქტის კერაა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სამივე შემთხვევაში პროცესებში მოსკოვის ხელი ურევია.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ჯერ კიდევ არ გამყარებულა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანელ და სომეხ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები ხდება, საზღვრის დემარკაციის პროცესი კი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის სახელმწიფო საზღვრებზე, რომლებიც ამავე დროს ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებიც არის, ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზი გადის. მოსკოვი მინსკისა და დაუცველი მიგრანტების გამოყენებით ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციას ცდილობს.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან კი დასავლური მედიისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, ადგილზეა დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაც.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთისა და აღმოსავლეთის დედაქალაქებში ერთმანეთის საპირისპირო განცხადებები კეთდება.

მოსკოვში უარყოფენ მიგრანტთა კრიზისთან კავშირს, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე კი კიევს და დასავლეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა უკრაინელ, ამერიკელ, თურქ და რუმინელ კოლეგებთან ერთად.

დისკუსიაში მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემაც მიიღო.

ევრონიუს ჯორჯია” მას პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების აღმოსავლეთ საზღვართან არსებული კრიზისზე, უკრაინაში პუტინის მიზნებზე და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის შესაძლო ნაბიჯებზე ესაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend