მთავარიმსოფლიოაშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

დიდ ბრიტანეთში მთავრობა ცდილობს, დააჩქაროს მესამე  „ბუსტერ დოზით“ მოსახლეობის ვაქცინაცია. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დოზით, 10 მილიონი უკვე აცრილია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობაში იმუნიზაციის პროცესი.

მათი აზრით, დროთა განმავლობაში ვაქცინის ეფექტიანობა მცირდება, სწორედ ამის გამო გარდაიცვალა ქვეყანაში  ბევრი ხანდაზმული.

ამავდროულად, რუსეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დასამარცხებლად კვლავ იბრძვიან. პაციენტების რაოდენობა კი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში, რომელშიც 114 მილიონი ადამიანი ცხოვრობს,  აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34%, რაც ევროკავშირის ქვეყნებში აცრილ მოსახლეობასთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

რუმინეთში სასკოლო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი გაგრძელდება მხოლოდ იმ სკოლებში, რომლებშიც თანამშრომელთა 60%-ია ვაქცინირებული. იმ სკოლებში, რომლებშიც აცრილი თანამშრომლების რაოდენობა 60%-ზე ნაკლებია, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

რუმინეთში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ პანდემიის მეოთხე ტალღა ქვეყნისთვის უმძიმესი აღმოჩნდა.

ამერიკის შეერთებული შტატები კი დღეიდან ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის საზღვრებს  ხსნის. ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend