ლონდონმა უმასპინძლა ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოფენას, რომელიც პანდემიის დაწყებიდან პირველად მოეწყო. მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა, ეს ღონისძიება მოიცავდა ყველაფერს, რაც ტურიზმს უკავშირდება.
,,ეს ადამიანები საქმეს აკეთებენ, ისინი შესაძლებლობას აძლევენ მომხმარებლებს, დაათვალიერონ ის მშვენიერი ადგილები, რომლებიც მათ ბოლო 19 თვის განმავლობაში ტელევიზიით, ზუმით ან სოციალური მედიის საშუალებით ნახეს. ეს არ არის ყველაფერი, ჩვენს გვსურს, აღვადგინოთ ნდობა ტურიზმის სფეროში“, – აცხადებს გამოფენის დირექტორი საიმონ პრესი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურებისთვის გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, ივლისის მონაცემებით, გლობალური ტურიზმის მაჩვენებელი 67%-ით შემცირდა.
მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლონდონში მყოფებმა იციან, რომ ყველაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო და ცვლილებები ტურიზმის სექტორსაც შეეხება.
,,მთავრობის მხრიდან უკვე გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი კუნძული. ჩვენ ასევე 2030 წლისთვის განახლებადი ენერგია უნდა გავზარდოთ 60%-მდე. სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილი ამ გამოფენაზე. რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენ გვაქვს სასტუმროებისგან შეთავაზება, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო შეიქმნას“, – აცხადებს პორტ ,,მავრიკის“ დირექტორი ნილენ ვენკადემსი.
ეს სავაჭრო გამოფენა კი გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის პარალელურად იმართება.
,,მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების წესების დაცვასთან ერთად, ნაკლები ნახშირბადი იყოს როგორც ტურისტულ სეზონზე , ასევე ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ“, – აცხადებს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ვასილის კიკილიასი.
პანდემიამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენა ტურიზმს, მაგრამ ახლა გარდამტეხი მომენტია ამ ინდუსტრიისთვის და მისი აღდგენის შანსიც უფრო დიდია.