საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღე რჩება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო პროცესებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება.
როგორია მონიტორინგის შედეგები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა