მთავარიაზიაავღანეთიჰუმანიტარული კრიზისი ავღანეთში

ჰუმანიტარული კრიზისი ავღანეთში

წლის ამ დროს, ქაბულთან ახლოს მდებარე აგურების ქარხანას ნაწარმის დიდი ნაწილი უკვე გაყიდული აქვს ხოლმე. ახლა კი ორ მილიონზე მეტი აგური საწყობებშია შენახული. “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით უახლოვდება კოლაპსს, მოსახლეობას კი შიმშილი ემუქრება.

“ამ ქარხანაში ორ მილიონზე მეტი აგურია თავმოყრილი. რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში ამ პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობა გაჩნდება, წინააღმდეგ შემთხვევში ჩვენ ამ მთავრობისგან ბევრს არაფერს ველით. ჩვენ მთავრობის დახმარება გვესაჭიროება, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი აღიარება. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საერთაშორისო დახმარება და საბანკო სისტემა განაახლებს მუშაობას“, – ამბობს ქარხნის თანამშრომელი სამილაიაჰ ხანი.

ქვეყანაში ცუდი მოსავლის ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, ავღანეთის მოსახლეობის 95 პროცენტს შიმშილი ემუქრება, 97 პროცენტს კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოხვედრა ემუქრება. ქაბულში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან ათასობით ადამიანი ყოველ დილას რიგში ელის საზღვარგარეთიდან ნათესავებისა და ახლობლების მიერ გამოგზავნილი თანხების მიღებას.

თალიბანისათვის” საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზეზით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მის საბანკო სისტემაში არსებული მილიარდობით დოლარის ოდენობის ავღანეთის კუთვნილი რეზერვები გაყინა. შედეგად ავღანეთს საერთაშორისო ვაჭრობის საშუალება წაერთვა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend