მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისია

ავღანეთში ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისია

ქაბულის ღარიბ უბნებში, საკუთარი ხელით აშენებულ სახლებში, ავღანეთის აღმოსავლეთიდან იძულებით გადაადგილებული ასობით ადამიანი უკვე წლებია ცხოვრობს.

ისინი იმედოვნებენ, რომ „თალიბანის“ მთავრობა მათ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაში დაეხმარება, თუმცა ახლა პირობები გაუარესებულია, ფასები კი გაზრდილი.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალური მდივნის, იან ეგელანდის  განცხადებით, ავღანეთში მილიონობით ადამიანს ზამთარში გაუსაძლის პირობებში მოუწევს ცხოვრება.

“ახლა ავღანეთის ეკონომიკასა და მთელ სოციალურ სტრუქტურაში  სერიოზული პრობლემებია. ჩვენ ამ ზამთარს  ბრძოლა მოგვიწევს, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება, მათ არ ექნებათ საკვები, ისინი ვერ გაუძლებენ სიცივეს, რომელიც ექვს, შვიდ კვირაში დაიწყება“, – აცხადებს იან ეგელანდი.

ისმის მოწოდებები, რომ გოგონებს განათლებაზე წვდომა ჰქონდეთ. მიუხედავად „თალიბანის“ დაპირებებისა, რომ სკოლები ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, გოგონებს ჯერ კიდევ არ მისცემიათ სასწავლებლებში დაბრუნების უფლება. ასევე შეზღუდულია ადგილობრივი მედიის თავისუფლება. სამწუხაროდ, ქალაქში ცხედრების ქალაქის მოედნებზე საჯაროდ დაკიდების პრაქტიკაც ბრუნდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, ურთულეს პირობებს გაუმკლავდეს, თუმცა გადარჩენისთვის დახმარება სჭირდებათ.

“შეხედეთ ჩვენს სახლებს. ჩვენ დახმარება გვჭირდება. არ გვაქვს წყალი, აქ წყალი ძალიან ძვირია. მთავრობის წარმომადგენლებმა ან სხვებმა, ჭები უნდა გათხარონ, თუმცა ჭას სახლში ვერ წავიღებთ. ეს ადგილი მთავრობას ეკუთვნის. როდესაც ისინი გაგვაძევებენ, იძულებული ვიქნებით, დავემორჩილოთ. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს, თუ გაგვიშვებენ, სხვა საცხოვრებელი ადგილი უნდა მოგცენ“, – ამბობს დევნილი, მალიკ გულ აღი.

მიუხედავად ავღანელების თხოვნისა, დახმარება ჯერ არ ჩანს.

აქ კი, ავღანეთის დედაქალაქის ღარიბ უბნებში, ადამიანები ურთულეს პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend