მთავარიამერიკაჰაიტიკუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა

კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა

კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა, 5700-მდე დაშავებულს კი საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია ან დააზიანა ასობით სახლი, ასევე სასტუმროები, საავადმყოფოები და სკოლები. ათასობით ადამიანი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ. ჰაიტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდი ზარალის გამო ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.

კუნძულ ჰაიტიზე ბოლოს 2010 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა განადგურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend