წელს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქში, სარაევოში, რიგით 27-ე კინოფესტივალი გაიმართება. კინომოყვარულებს წითელ ხალიჩაზე გავლის ცერემონია ელოდებათ.
ფესტივალი, რომელსაც, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაესწრება, გაიხსნება ოსკაროსანი ბოსნიელი რეჟისორის, დენის ტანოვიჩის ფილმით „არც თუ ისე მეგობრული სამეზობლო რომანი“. ტანოვიჩის შთამბეჭდავი ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ფესტივალზე გაიმართება.
სარაევოს ფილმის ფესტივალის დირექტორი მირსად პურივატრა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას აძლევს მათ, რომ ფესტივალი დამსწრე საზოგადოების თანდასწრებით ჩაატარონ.
წელს ფესტივალზე 60 ქვეყნიდან 250-ზე მეტი ფილმია წარმოდგენილი. წლევანდელ ფესტივალს ამ წლის ე.წ. „სარაევოს გულის“ საპატიო გამარჯვებული ვიმ ვენდერსი და ცნობილი მექსიკელი რეჟისორი მიშელ ფრანკოც დაესწრებიან. ამავე დროს მიშელ ფრანკოს გადასცემენ საპატიო ჯილდოს – „სარაევოს გულს“.