მთავარიევროპაუნგრეთიტურისტები უნგრეთში ბრუნდებიან

ტურისტები უნგრეთში ბრუნდებიან

ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი, ნაკლები შეზღუდვა და შესანიშნავი ხედები – ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ტურისტები უნგრეთში ბრუნდებიან.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის ივნისის თვეს, გასული წლის ივნისთან შედარებით, ბუდაპეშტში ტურისტებმა 6-ჯერ მეტი ღამე გაატარეს სასტუმროებსა და მსგავს დაწესებულებებში. ე.წ. ციხესიმაგრეების რაიონში, რომელიც 2020 წელს სრულად დაცლილი იყო, ახლა ისევ ხალხმრავლობაა. ბუდაპეშტში, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული, კომფორტული გარემოა.

ტურისტებს მიაჩნიათ, რომ ბუდაპეშტი ძალიან საინტერესო და კომფორტული ქალაქია, სადაც მათ მოგზაურობა და ყოფნა სიამოვნებთ.

მიუხედავად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, უნგრეთის ტურიზმის ინდუსტრია, 2019 წელთან შედარებით, 20%-აა შემცირებული.

კომპანია „ბუდაპეშტის ბრენდის“ აღმასრულებელი დირექტორი ჩაბა ფე აცხადებს, რომ წესები მოგზაურობასთან დაკავშირებით დაგვიანებით გამოქვეყნდა, იგივე მოხდა ევროკავშირის კოვიდპასპორტების შემთხვევაში. დროულად რომ დაეწესებინათ რეგულაციები,  ტურისტი უფრო კარგად დაგეგმავდა თავის მოგზაურობას. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. თუმცა ბუდაპეშტში იმდენად ბევრი ღირსშესანიშნაობა და საინტერესო ადგილია, რომ, ვითარების მიუხედავად, ტურისტებმა მაინც დაიწყეს ჩამოსვლა.

ტურიზმისა და მომსახურების სექტორი გასულ წელს უამრავმა ადამიანმა დატოვა. თუმცა ბევრი შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს, როდესაც ტურიზმის ინდუსტრია საბოლოოდ აღდგება, მაგრამ ეს დამსაქმებლებს ახალ თავსატეხს გაუჩენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend