ირლანდიაში პირველად დეკემბრის შემდეგ რესტორნებისა და ბარების შიდა სივრცეები იხსნება.
პაბები ჯერ კიდევ მარტში დაიკეტა, მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდა.
იმ პირებს, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა აქვთ მიღებული ან გასული 6 თვის განმავლობაში აქვთ ვირუსი გადატანილი, შიდა სივრცეებში შესვლისა და გართობის უფლება აქვთ.
დანიელ ბირნი ერთ-ერთი პაბის მენეჯერია. მისი აზრით, შიდა სივრცეების გახსნა შესანიშნავია და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ბევრი თანამშრომელი ამ მომენტს დიდხანს ელოდა. პაბის მფლობელსაც უხარია მათი დაბრუნება.
თუმცა, როგორც ირლანდიის რესტორნების ასოციაციაში აცხადებენ, ბიზნესების შიდა სივრცეების ერთი მეოთხედი მაინც დაკეტილი იქნება, რადგან მათ არ სურთ, საქმე ახალი წესების მიხედვით აწარმოონ.
ზოგიერთი პაბის მფლობელს არც კი უღირს გახსნა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის გავრცელების გამო მთავრობამ, შესაძლოა, კარანტინთან დაკავშირებით ისევ მიიღოს მორიგი გადაწყვეტილება.