მეორე მსოფლიო ომში ფერადკანიან ქალთა ერთადერთი ბატალიონი იბრძოდა.
688 – ე საფოსტო ბატალიონის დანიშნულება ფრონტის ხაზზე საფოსტო სერვისის გამოსწორება იყო. ომიდან დაბრუნების შემდეგ, ბატალიონის წევრი ვეტერანი ქალები მომავალი თაობებისათვის მაგალითის მიმცემნი გახდნენ.
“თავდაპირველად კავალერიის ოფიცრები გვიტარებდნენ წვრთნებს, ვინაიდან ქალი სამხედრო ინსტრუქტორები არ არსებობდნენ. წვრთნის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ არიზონას შტატში გაგვაგზავნეს. მათ ქალი ოფიცრები ესაჭიროებოდათ და მე სპეციალურ სასწავლებელში გამაგზავნეს, ეს სასწავლებელი კი სეგრეგირებული იყო”, – ყვება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გრიფინ მაკლედონი.
მიუხედავად ამისა, ისტორიის ფურცლებზე 688 – ე საფოსტო ბატალიონის ღვაწლი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. სენატის გადაწყვეტილებით, ბატალიონის წევრი ვეტერანები მხედრული მამაცობისათვის დააჯილდოვეს.
„ჩვენ გამუდმებით გვესმოდა ჭორები ჩვენი ევროპის კონტინენტზე გაგზავნის შესახებ. საბოლოო ჯამში ჩვენ საფოსტო სამსახურში მუშაობა დაგვავალეს. საკმაოდ დიდი სამუშაო შეგხვდა. ადგილზე საფოსტო სამსახურის წესრიგში მოსაყვანად 2/3 თვე გვქონდა, მაგრამ ერთ თვეში საფოსტო სისტემა უკვე მოწესრიგებული იყო“, – ამბობს გრიფინ მაკლედონი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
ბატალიონის წევრები თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გააგზავნეს, ოკეანე მათ საზღვაო ხომალდით გადაკვეთეს, გზაში კი მათზე და მოკავშირეთა სხვა გემებზე მონადირე მესამე რაიხის წყალქვეშა ნავებს არიდებდნენ თავს.
ყოველ სამუშაო დღეს 688 – ე საფოსტო ბატალიონის წევრებს 70 ათასამდე საფოსტო გზავნილის გადამუშავება უწევდათ.
სამხედრო სამსახურის პირობებში ბატალიონის წევრებს რასიზმთანაც უწევდათ შეჯახება. ბარაკები, სასადილოები და სხვა ინფრასტრუქტურა სეგრეგირებული იყო.
ფრონტზე სამსახურის ფარგლებში, ბატალიონმა 3 თვეში 17 მილიონი საფოსტო გზავნილის გადამუშავება შეძლეს.