ფილმის პრემიერა ლოს-ანჯელესში შედგა. “კოსმოსური ჯემი 2”-ში მთავარი გმირი “ლეიკერსის” მოთამაშე, ლებრონ ჯეიმსია. “კოსმოსურ ჯემის” პირველ ნაწილში მთავარი როლი მაიკლ ჯორდანმა შეასრულა.
საკალთბურთო ფენტეზის გარდა ფილმი სხვა მნიშვნელოვან თემებსაც მოიცავს და ეხება ფერადკანიან ქალთა ცხოვრებას.
“ფილმის გადაღებისას ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი როგორი შესანიშნავი იყო წინა ნაწილი. ეს არ არის ძველი ფილმის ახალი ვარიანტი. ახალი ფილმი სულ სხვა მოგზაურობაა ახალ მონაწილეებთან ერთად. მთელი გულით ვიმუშავე და მიხარია, რომ ხალხი ამას ნახავს.
ოჯახში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, მხოლოდ მან გამზარდა, ამიტომაც ვიცი, რამდენად ძლიერები არიან ფერადკანიანი ქალები. მან ყველაფერი გაიღო იმისათვის, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც ახლა ვარ. ჩემთვის ყოველთვის მნიშნველოვანია რომ ისეთი რამ გავაკეთო, რაც ამ ყველაფერს ასახავს და „კოსმოსურ ჯემში“ თქვენ ამას ნახავთ,”- ამბობს ლებრონ ჯეიმსი.
ფილმში მონაწილეობას ლებრონ ჯეიმსთან ერთად NBA-სა და WNBA-ის ცნობილი მოთამაშეები იღებენ: კაირი ირვინგი, კასანდრა სტარი, ენტონი დევისი, დემიენ ლილარდი, კლეი ტომპსონი. მოთამაშეებს პარტიონიობას მსახიობები: ზინდაია, მაიკლ ბი ჯორდანი, სონექუა მარტინ-გრინი უწევენ.
საქართველოში “კოსმოსური ჯემი 2”-ის ნახვას კინოსა და სპორტის მოყვარულები 15 ივლისიდან შეძლებენ.
გიორგი სანაძე