მთავარიმსოფლიომილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა „ვირჯინ გალაქტიკის“ კოსმოსური ხომალდით იმოგზაურა

მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა „ვირჯინ გალაქტიკის“ კოსმოსური ხომალდით იმოგზაურა

მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის „ვირჯინ გალაქტიკის“ მიერ აგებული კოსმოსური ხომალდით იმგზავრა. მისმა რაკეტამ დედამიწას 88 კილომეტრი სიმაღლიდან გადაუფრინა.

მგზავრობა 59 წუთი გაგრძელდა. ბრენსონმა კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“ 17 წლის წინ კოსმოსში ტურიზმის გასავითარებლად დააფუძნა. „ვირჯინ გალაქტიკის“ გარდა კოსმოსში მოგზაურობის უზრუნველსაყოფად კერძო კომპანიები „ამაზონი“ და „სპეის იქსი“ მუშაობენ.

„როგორც ყველა ადამიანი ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე. ასეთი რამისთვის ვერავინ მოგამზადებს. ეს ჯადოსნური გამოცდილება იყო. როცა შევხედე დედამიწას კოსმოსიდან ჩემს თავს ვკითხე აქ რას ვაკეთებ?“, – ამბობს „ვირჯინ გალაქტიკის“ დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend