ეთნიკურ სომხებს აზერბაიჯანის მხარემ 10 დამატებითი დღე მისცა ქალბაჯარის, იგივე ქარვაჭარის დასატოვებლად.
რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, მთიან ყარაბაში ექვსკვირიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა და სომხეთმა ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანს უნდა გადასცეს. ქალბაჯარის მცხოვრებნი სახლებს ტოვებენ. ბევრმა მათგანმა საკუთარ საცხოვრებელს ცეცხლი წაუკიდა. შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანი მიწების დაბრუნებას გეგმავს, სომხეთი კი დანაკარგს ითვლის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ექვსკვირიან კონფლიქტს 2 371 სომეხი ჯარისკაცი შეეწირა. აზერბაიჯანული მხარე დაღუპულთა მონაცემებს არ ასაჯაროებს. ერევანში მთავარი სამხედრო სასაფლაოს მესაფალავეები საქმე ვეღარ აუდიან.
„კონფლიქტის დაწყების დრიდან გაუთავებელი პანაშვიდები და დაკრძალვებია. სრული ქაოსია“,– ამბობს ადგილობრივი მესაფლავე “ევრონიუსთან” საუბარში.
სომხეთში მწუხარება განსაკუთრებით იგრძნობა. არტაკ იენოქიანი კიდევ ერთი სომეხი ჯარისკაცია, რომელიც ახლახან დაკრძალეს. ის მხოლოდ 20 წლის იყო. მისი დედა ნიარა ბალაიანი თავის შვილს ასე აღწერს:
„მამაცი, გაბედული, მიზანდასახული იყო. დანაპირებს ყოველთვის ასრულებდა. ძლიერი იყო. მე საერთოდ ომის წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით, თავიდანვე უნდა შეჩერებულიყო ეს კონფლიქტი. პოლიტიკოსებს კონფლიქტის შესაწყვეტად ყველაფერი უდნა გაეკეთწბინათ. სწორედ ამგვარი სიტუაციების სამართავად ისწავლეს მათ დიპლომატია და პოლიტიკა.“
ნიარა თვლის, ამბობს რომ მისი შვილი გმირია:
„ჩემი შვილის სიცოცხლე დიდი დანაკარგია. მაგრამ მე ამას არასდროს ვიტყვი, იმიტომ, რომ ის ჩემთვის წმინდანი იქნება. ის თავისი სამშობლოსთვის დაიღუპა.“
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფისთან დაკარგული ოჯახის წევრების საპოვნელად მოსული მოსახლეობის ნაკადი არ წყდება. დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება შეიძლბეა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აქ შეკრებილები ამბობენ, რომ კონკრეტული ცნობის მირებამდე იმედს არ კარგავენ.
ზარუჰი აოვაზიანი კიდევ ერთი ადამიანია, ვინც შვილს ეძებს. მას თითქმის ერთი თვეა შვილის შესახებ არაფერი სმენია. ზარუჰი თავის უბედურებაში სომეხ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს:
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ოლიგარქებს ქვეყანის ძარცვის ნაცვლად იარაღი რომ ეყიდათ და ქვეყანა გაეძლიერებინათ, მაშინ ჩვენი შვილები არ დაიხოცებოდნენ.“
სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც კონფლიქტით მიღებული ჭრილობის მოსაშუშებლად დიდი დრო დასჭირდებათ. ტრაგიკული კონფლიქტი მხოლოდ ერთი მხარის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა.