მთავარიბრიუსელის ბიუროინტერვიუ „რაინეარის“ აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ ო’ლირისთან

ინტერვიუ „რაინეარის“ აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ ო’ლირისთან

ევროპის ქვეყნებში ამოქმედდა კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც მოგზაურებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იოლად გადაკვეთონ საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ამ და სხვა საინტერესეო თემებზე სასაუბროდ ევრონიუსი, ბრიუსელში ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ ო’ლირის გაესაუბრა.

ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ევროკავშირის კოვიდსერტიფიკატი დიდი მიღწევაა ევროპისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. „ევრონიუსთან“ საუბარში მაიკლ ო’ლირიმ ირლანდია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყანაში დროულად ვერ დაინერგა კოვიდსერტიფიკატები.

მიაკლ ო’ლირის ირლანდიაში დასაბრუნებლად კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა უწევს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაქცინირებულია.  როგორც თავად აღნიშნავს, სამწუხაროდ, ახლა იმ ქვეყანაში ცხოვრობს, რომელიც მთელი ევროპის დასაცინი გახდა, რადგან ქვეყანაში წესიერად  ვერ მართავენ პროცესებს.

„რაინეარის“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ის მოგზაურები, რომლებსაც კოვიდსერტიფიკატი აქვთ, არ წარმოადგენენ საფრთხეს. მისი აზრით, ქვეყნებმა  დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები უნდა შეამსუბუქონ.  მანამდე გერმანიაში განაცხადეს, რომ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევდათ იმ ადამიანებს, რომლებიც პორტუგალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან შევიდოდნენ.

მაიკლ ო’ლირის აზრით, ევროპის ქვეყნებმა აღარ უნდა დააწესონ არასწორი და არაეფექტიანი შეზღუდვები. მათ ახლა აქვთ ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ყველას აძლევს მოგზაურობის საშუალებას, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულია პირი თუ პისიარტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. ეს კი საკმარისი უნდა იყოს გერმანელებისთვის. მაიკლ ო’ლირის ანგელა  მერკელის გეგმა კარანტინთან დაკავშირებით არ მიაჩნია გამართლებულად, რადგან ევროპაში ყველაზე მეტი ვაქცინირებული ადამიანი სწორედ დიდ ბრიტანეთშია.

ო’ლირი არ ეთანხმება ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უკანასკნელ ანგარიშსაც, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ  მილიონობით რეისის გაუქმების დროს მგზავრები უყურადღებოდ დატოვა, თანხის ანაზღაურება კი გააჭიანურა. იგი აღნიშნავს, რომ მათი ოფისები 3 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, არავის უშვებდნენ სამუშაო სივრცეში, შესაბამისად, ვერც ტრანზაქციებს შეასრულებდნენ. მაიკლ ო’ლირისთვის აუდიტორთა ანგარაში მიუღებელია.

ბოლო პერიოდში ბევრმა კომპანიამ ლგბტ საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა ცისარტყელას ფერების წარმოჩენით. აღმასრულებელი დირექტორიც მზად არის, ამ ინიციატივას შეუერთდეს. მაიკლ ო’ლირი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მათ არ უფიქრიათ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თუ ვინმე ისურვებს, ლგბტ დროშაზე მათი კომპანიის სახელი დააწეროს, ისინი წინააღმდეგი არ იქნებიან. ისინი მიესალმებიან ყველა აღმსარებლობისა თუ სქესის ადამიანებს. მათთვის მთავარია, ხალხმა ავიაკომპანია „რაინეარით“ ისარგებლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend