მთავარიევროპაირლანდიაჩრდილოეთი ირლანდიის პარლამენტი 100 წლისთავს აღნიშნავს

ჩრდილოეთი ირლანდიის პარლამენტი 100 წლისთავს აღნიშნავს

დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტი შექმნიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.

ასი წლის წინ ირლანდიის კუნძული შუაზე გაიყო, რის შედეგადაც ჩრდილოეთი ირლანდია დიდი ბრიტანეთის მმართველობაში დარჩა. ერთი საუკუნის შემდეგ პროვინციაში დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალა. ამჟამად იქ უფრო მეტი ირლანდიელი კათოლიკე ცხოვრობს, ვიდრე პროტესტანტი. ეს კი დანარჩენ ირლანდიასთან გაერთიანების საბაბი შეიძლება გახდეს.

1921 წლის 22 ივნისს ბრიტანეთის მთავრობა ირლანდიის კუნძულის გაყოფის შემდეგ პირველად შეიკრიბა. პარლამენტს ძირითადად პროტესტანტები მართავდნენ და ჩრდილოეთი ირლანდიის კათოლიკეებს ჩაგრავდნენ.

 
„ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მთავრობა არასწორად იქცეოდა. მათ თითოეული მოქალაქის ინტეგრაციაზე უნდა ეზრუნათ. ხელისუფლებას უნდა დაეცვა მათი უფლებები, თუმცა ეს არ გააკეთა. სტორმონტის პარლამენტი 50 წლის განმავლობაში მთლიანად იუნიონისტების ხელში იყო“, – ამბობს  „აირიშ ნიუსის“ რედაქტორი ნოელ დორანი.

[br]1932 წელს პარლამენტი ბელფასტის გარეთ, სტორმონტის სასახლეში, გადაიტანეს. ამ დროს ხელისუფლება ირლანდიელი კათოლიკეების დისკრიმინაციას კვლავ აგრძელებდა. 1960-იან წლებში კათოლიკეებმა ვეღარ მოითმინეს და ომი გამოაცხადეს. დაპირისპირება 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 3500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო წლებში ჩრდილოეთ ირლანდიაში დემოგრაფიული ცვლილებები მოხდა, რაც, სავარაუდოდ, მალე პარლამენტის შემადგენლობაზე აისახება.

„მომავალი გაურკვეველია. ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება შოტლანდიაში. ამჟამად მთავრობა კორონავირუსის კრიზისითაა დაკავებული და უჭირს სხვა პრობლემებზე ფიქრი“, – ამბობს ისტორიკოსი პოლ ბიუ.

„1921 წლიდან ჩრდილოეთი ირლანდიის პარლამენტს უამრავი პრობლემა ჰქონია.  ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ის ხალხს არ ემსახურებოდა. ირლანდიელი კათოლიკეები, სავარაუდოდ, პროტესტანტებთან შედარებით, კიდევ უფრო მომრავლდებიან. ირლანდიის გაერთიანების საკითხი შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ას წელიწადში ამ პარლამენტმა ორასი წლისთავი აღნიშნოს. თუმცა ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.“  – კენ მიურეი, ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend