იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებაა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული.
„ჯერჯერობით ჩვენ ვნახეთ, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით სასარგებლო სამუშაო ჩატარდა. ასევე პოზიტიურად ვარ განწყობილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მალე ვიხილავთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც კარგი საფუძველი იქნება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამაზე მუშაობა ახლა იწყება. იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც იგივე სულისკვეთება იქნება გაზიარებული“,- აღნიშნა ელჩმა.