მთავარიამერიკაკანადაჯასტინ ტრუდოს შეფასებით, კანადაში მომხდარი თავდასხმა მუსლიმანების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი იყო

ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, კანადაში მომხდარი თავდასხმა მუსლიმანების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი იყო

მთელი კანადა შეძრა იმ ამბავმა, რომ ემიგრანტთა ოჯახს პიკაპის ტიპის ჯიპით თავს დაესხნენ.

პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, ეს იყო მუსლიმანების მიმართ სიძულვილის გამოხატვა.

დანაშაულის ადგილას  მშობლები, ორი ბავშვი და ერთი ხანშიშესული ადამიანი გარდაიცვალა, ხალხმა მათ პატივსაცემად ყვავილები და სანთლები მიიტანა.

 
ტრუდო პარლამენტს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ისლამოფობია უკვე ძალიან გავრცელებულია კანადაში.

[br]მას მიაჩნია, რომ ერთ ადამიანზე თავდასხმა თითოეული კანადელის პრობლემაა. ჯასტინ ტრუდო მოუწოდებს ხალხს, დაუპირისპირდეს რასიზმსა და ტერორიზმს. მათ ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ მრავალეთნიკური ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერონ.

დაკავებულია 20 წლის კანადელი მამაკაცი. მას განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ასევე იძიებენ ტერორიზმთან მის შესაძლო კავშირს.

მუსლიმანებს ბოლოს 2017 წელს დაესხნენ თავს კვებეკის ერთ-ერთ მეჩეთში. მაშინ თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend