მთავარიმსოფლიოთავდასხმა ვენაში

თავდასხმა ვენაში

ვენის ცენტრში  ერთ-ერთ სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა, არიან დაღუპულები.

ავსტრიის პოლიცია კი  ორ დამნაშავეს ეძებს, რომლებმაც გასულ საღამოს ვენის ცენტრში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმის შემდეგად, რომელსაც მთავრობამ მოგვიანებით ტერორისტული აქტი უწოდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა

თვითმხილველი ყვება:

 სროლა დაიწყო –  ვერ მივხვდი რა ხდებოდა, გავიხედე, გვერდით მაგიდაზე ვინც ისხდნენ გარბოდნენ. გავშეშდი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ან რა გამეკეთებინა. ისევ სროლის ხმა გავიგონე, ოღონდ ამჯერად უფრო ახლოს, მხოლოდ ამის მერე გავიქეცით. პირველივე სასტუმროს შევაფარეთ თავი,  რადგან ვერ გავიგეთ სწორი მიმართულებით გავრბოდით თუ არა.“

ავსტრიის პრემიერ-მინისტრის სებასტიან კურცის თქმით, თავდამსხმელების მოტივი შესაძლოა ანტისემიტიზმი იყოს, რადგან სროლა სინაგოგასთან ახლოს მოხდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე მალევე დაწერა: „საფრანგეთი ავსტრიელი ხალხის მწუხარებას იზიარებს, თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარ ავსტრიას, ჩვენს ევროპას  . . . ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას.

 ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საფრანგეთმა სამი ტერორისტული აქტი გადაიტანა.  სამივე მათგანი ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა დაგმო.

ავსტრიის მეზობელმა ჩეხეთმა საზღვრების შემოწმება გააძლიერა, იმის შიშით, რომ შეიარაღებული პირებმა მათ ქვეყანას შეიძლება შეაფარონ თავი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend