მთავარიკუბიევროპა ემანუელ მაკრონის გვერდით დგას — ლიდერები ერდოღანის განცხადებას ეხმაურებიან

ევროპა ემანუელ მაკრონის გვერდით დგას — ლიდერები ერდოღანის განცხადებას ეხმაურებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხანონ. ერდოღანის მოსაზრებით, მისი ფრანგი კოლეგის განცხადებები ისლამოფობიას აღვივებს.

თურქეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ლიდერს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ისლამურ სეპარატიზმს არ დაუშვებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა პარიზში პედაგოგის მკვლელობას, რომელსაც წარმოშობით ჩეჩენმა მოქალაქემ მოჰკვეთა თავი. ამ ტერორისტული აქტის მიზეზი ის იყო, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

ორი დღის წინ რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონი მწვავედ გააკტიტიკა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ფსიქიკური შემოწმება სჭირდება. პასუხად საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

მაკრონს მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპელმა ლიდერებმა. ნიდერლანდების პრემიერ მინსიტრის, მარკ რუტეს მოსაზრებით, ერდოღანის მიერ ემანუელ მაკრონის შესახებ გაკეთებული განცხადება მიუღებელია.

“ნიერლანდები საფრანგეთთანაა. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროკავშირის საერთო ღირებულებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცვად, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ”, — წერს ის ტვიტერზე.

ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისმაც, სადაც ვკითხულობთ: “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ფრანგ მეგობრებს, განსაკუთრებით ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.”

მას შემდეგ, რაც რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მაკრონს ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდება საფრანგეთმა გუშინ თურქეთიდან ელჩი გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend