მთავარიევროპაირლანდიაჩრდილოეთ ირლანდიაში გაყოფის 100 წლისთავი აღინიშნება

ჩრდილოეთ ირლანდიაში გაყოფის 100 წლისთავი აღინიშნება

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასი წელი გავიდა, ირლანდიის დაყოფით გამოწვეული ტკივილი ხალხში ჯერ კიდევ არსებობს.

ასი წლისთავი ბრიტანელი ლოიალისტებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა ირლანდიაში ამ დღეს ნაციონალისტები არ აღნიშნავენ.

 
„მსურს, რომ ჩრდილოეთი ირლანდიის დღე აღვნიშნო, ჩრდილოეთ ირლანდიამ დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებაში. დიახ, ჩვენ გვქონდა პრობლემები. ამ ფაქტს არავინ არ მალავს. თუმცა პრობლემა ყველა ქვეყანას ჰქონია. ხალხი ამბობს, რომ 10 წელიწადში ჩვენ გაერთიანებული ირლანდიის შემადგენლობაში ვიქნებით. მე ამის არ მჯერა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოეთი ირლანდია იმაზე უკეთეს ქვეყანად ვაქციოთ, ვიდრე დღესაა“,- ამბობს სტეფან გოგი, ლოიალისტების ლიდერი.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება. მიუხედავად ამისა, 100 წლისთავის აღსანიშნად დიდი ღონისძიებები არ იგეგმება.

ხელისუფლებას აღარ სურს ის დაძაბულობა, რომელიც ბრექსიტის სავაჭრო გარიგებამ გამოიწვია.

„ძალადობა ირლანდიელებისათვის უცხო არ არის, ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახეთ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არ სურს ხალხის პროვოცირება. თუმცა, მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომელთაც არეულობის მოსაწყობად მიზეზი არც კი სჭირდებათ”, – ამბობს პოლიტიკის ლექტორი დუნკან მოროუ.

კონფლიქტის კვალი ჯერ არ გამქრალა. ეს ე.წ. მშვიდობის კედლები მეტოქეებს ერთმანეთისგან ყოფს.

ერთ დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში ლოიალისტები, ნაციონალისტებთან შედარებით, უფრო დიდ ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ბრიტანეთის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად მცირდება.

“მე არ ვფიქრობ, რომ 100 წლის შემდეგაც იგივე სიტუაცია იქნება. დემოგრაფია იცვლება, პოლიტიკა იცვლება. შესაძლოა, ეს იყოს გაერთიანებული ირლანდია, ან ისეთი სახემწიფო, რომელსაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ“, – განაცხადა დუნკან მოროუმ.

ათასობით ოჯახმა საყვარელი ადამიანის დაკარგვით კონფლიქტის ფასი უკვე გადაიხადა.

ორი წლის წინ სარას პარტნიორი, ჟურნალისტი ლირა მაკკი ირლანდიელმა ნაციონალისტმა ტერორისტებმა დახვრიტეს, როდესაც მან ქალაქ დერის ამბოხების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

„ამ დღის აღნიშვნის მიზანი არ მესმის. თქვენ იცით, რომ თავიდანვე ძალიან კონფლიქტური მდგომარეობა იყო. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ეს შეიცვალოს”, – ამბობს გარდაცვლილის პარტნიორი სარა ქანინგი.

სარა შიშობს, რომ 23 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება გაყოფას კიდევ უფრო უწყობს ხელს. “ევრონიუსის” ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მუშაობს დიდი პარასკევის შეთანხმება, იგი პასუხობს:

“ის დაძველდა და მე პირადად ვგრძნობ, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს. ხალხს მისი შეცვლა არ სურს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, რათა ახლა უფრო ზუსტად აისახოს ჩრდილოეთი ირლანდიის მდგომარეობა. დღეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, იმასთან შედარებით, რაც 23 წლის წინ იყო. შუამდგომლები სულ უფრო იმედით არიან, რაც, ვფიქრობ, პრობლემაა. ახლა ექსტრემალური სიტუაციაა”.

შეთანხმებამ არეულობა ჩაახშო, თუმცა ირლანდია არ გაერთიანებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend