მთავარიმოგზაურობა23 მაისიდან ისრაელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

23 მაისიდან ისრაელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ისრაელში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მცირდება. გამოცემა The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, დღეში 200-ზე ნაკლები ინფიცირებულია და ქვეყანაში 3800 აქტიური შემთხვევაა, მაშინ, როდესაც თებერვალში ეს მაჩვენებლი 80 ათასზე მეტი იყო.

2021 წლის იანვარიდან ისრაელმა კომპანია „ფაიზერისგან“ მიიღო ვაქცინა და პირველმა დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციაა, აიცრა მოსახლეობის ნახევარი, 5,3 მილიონი ადამიანი.

მეცნიერების შეფასებით, ისრაელის მოქალაქეებს ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, სავარაუდოდ, უკვე გამოუმუშავდათ.

BBC-სთან საუბარში ისრაელის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის „შებას“ მთავარი ექიმი ეიალ ლეშემი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 830 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი. მისი თქმით, დაინფიცირების შემთხვევები მცირდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის არასრულწლოვანებშიც.

კოლექტიურ იმუნიტეტზე საუბრობს „ვაიცმანის“ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი ერან სეგალი, რომელიც ისრაელში კორონავირუსის წამყვანი ექსპერტია. ის ხელმძღვანელობს სამეცნიერო გუნდს, რომელიც აანალიზებს მონაცემებს ადგილობრივი ჯანდაცვისთვის. მისი თქმით, დაავადება აღარ გავრცელებულა მაშინაც კი, როდესაც მოსახლეობამ დაიწყო მასობრივი შეკრება და დღესასწაულების აღნიშვნა.

ისრაელში შეზღუდვები შემსუბუქებულია, თუმცა ქუჩაში პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.

14 აპრილს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 მაისიდან კვლავ გახსნიან საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის.

პირველ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმათ შეეძლებათ, ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული. გარდა ამისა, ტურისტმა უნდა გაიკეთოს ტესტი კორონავირუსზე და ანალიზი, რომელიც გამოავლენს, გამომუშავებული აქვს თუ არა ანტისხეულები.

უფრო დეტალურ ინფორმაციას  ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით  ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend