მთავარიმსოფლიოიური გაგარინის კოსმოსში გამგზავრებიდან 60 წელი გავიდა

იური გაგარინის კოსმოსში გამგზავრებიდან 60 წელი გავიდა

იური გაგარინი პირველი ადამიანი იყო,  რომელიც 60 წლის წინ  კოსმოსში გაემგზავრა. რუსეთში იგი დღემდე ძალიან უყვართ. ქვეყანაში მის პატივსაცემად არაერთი მემორიალი, მოზაიკა და ქანდაკება დგას.

იური გაგარინი პატარა სოფელ კლუშინოში დაიბადა. მის ბავშვობის სახლში ახლა მუზეუმია მოწყობილი.

„მას ადამიანები ძალიან უყვარდა და ყოველთვის მათ დახმარებას ცდილობდა. თავისი ფასი იცოდა.  იცოდა, რომ კოსმოსში გაფრენის შემდეგ ნებისმიერი მინისტრისთვის შეეძლო, თხოვნით მიემართა“, – აცხადებს იური გაგარინის დისშვილი თამარა ფილატოვა.

გაგარინს მისი ყოფილი მეზობელიც იხსენებს.

„აქვე ახლოს დაბაა, რომელიც სწორედ გაგარინის დამსახურებით აშენდა. მან ასევე ააშენა კულტურული ცენტრი. ის რომ არა, ეს სოფელი სხვა სოფლებივით გაქრებოდა“, – აცხადებს იური გაგარინის მეზობელი ანატოლი დერბენკოვი.

კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ იური გაგარინის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. იგი 1968 წელს 34 წლის ასაკში სავარჯიშო გაფრენის დროს დაიღუპა. უბედური შემთხვევის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend