მთავარისაქართველო30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამა. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3%). მონაწილეთა 98,9% მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend