თბილისში ახალი საკალათბურთო არენას სამშენებლო სამუშაოებს ფიბა-ევროპის დელეგაცია აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის, ხელმძღვანელობით ესტუმრა. ფიბა-ევროპის დელეგაციის წარმომადგენლებმა შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს, რათა ახალმა დარბაზმა ევრობასკეტისა და საერთაშორისო დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს. პანდემიის მიუხედავად ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა და ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია.

[br][br]ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი მიიჩნევს, რომ მშენებლობის პროგრესი ფიბა-ევროპის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
“მიხარია, რომ აქ ვარ და ვხედავ პროგრესს. პროგრესი პანდემიის დროს ძალიან რთულია. კმაყოფილები ვართ იმით, რაც აქ ვნახეთ და ამის შესახებ ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობას ვამცნობთ. აქ მხოლოდ მშენებლობის შესამოწმებლად არ ვართ. ჩვენი მისია მშენებლობის პროცესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა”, – ამბობს კამილ ნოვაკი.
[br]ახალი დარბაზი 2022 წლის ევრობასკეტისათვის შენდება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო იქნება.
გიორგი სანაძე
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე