21 მარტი რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამსტერდამის ქუჩაში 500-მდე ადამიანი შეიკრიბა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხალხს მოუწოდეს, შეკრებაზე აღარ მისულიყვნენ, რადგან აქციის მონაწილეთა რიცხვი თავშეყრის დროს დასაშვებ ნორმას უკვე აღემატებოდა.
„აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომელშიც რასიზმი არ იქნება, ყველას თანაბარი შესაძლებლობა ექნება, ხალხი დისკრიმინაციას არ განიცდის და ყველა თავისუფალ და ტოლერანტულ გარემოში იცხოვრებს,“ -თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მეორე კი ნიდერლანდების სამეფოში გამართულ არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
„აღშფოთებული ვარ, ამდენმა ხალხმა ულტრამემარჯვენე პარტიას რომ მისცა ხმა. ისინი პარლამენტში უფრო მეტ ადგილს იკავებენ, რაც ჩემთვის მიუღებელია“.
გაეროს რამდენიმე სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის ფილიპო გრანდის განცხადებით, რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ეს დღე უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ რასიზმთან საბრძოლველად, არამედ ვეცადოთ, რომ ანტირასისტული საზოგადოებაც ჩამოვაყალიბოთ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ხანებში გახშირდა თავდასხმები ამერიკელ-აზიელებზე, ატლანტაში თეთრკანიამა მამაკაცმა რვა ადამიანი მოკლა მათ შორის ექვსი აზიელი წარმოშობის ქალი.