მთავარიამერიკაკოლუმბიაკოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ქვეყნის კონგრესის წევრიც ემსხვერპლა

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ქვეყნის კონგრესის წევრიც ემსხვერპლა

15-ვე პირი, მათ შორის კოლუმბიის კონგრესის წევრი დაიღუპა ქვეყანაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. სამთავრობო ავიაკომპანა „სატენას“ კუთვნილი მცირე ზომის სამგზავრო ბორტმა აფრენიდან რამდენიმე წუთში სადისპეტჩერო სამსახურთან დაკარგა კავშირი.

მოგვიანებით, კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნორტე-დე-სანტადერის პროვინციის ხელისუფლებამ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აცნობა, რომ თვითმფრინავი მთიან ზონაში ჩამოვარდა.

„როგორც კი შევიტყვეთ თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ, 30-ე ბრიგადის სამხედროებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა შესაძლო სამუშაოს ჩატარება. მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით კოლუმბიის სამხედრო-საჰაერო ძალებთან, რათა გვეპოვა ეს თვითმფრინავი.

სამუშაოებში ჩართული იყვნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციები და საზოგადოებრივი კომიტეტები. თვითმფრინავის აღმოჩენის შემდეგ დავიწყეთ სამხედროების განლაგება როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში. ავიაციის, საჰაერო თავდასხმის დივიზიის, კოსმოსური საჰაერო ძალების მონაწილეობით და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მოვახერხეთ შემთხვევის ადგილზე მიღწევა და მისი დაცვა, რათა სამოქალაქო ავიაციის ორგანოზე დამოკიდებულ სამაშველო სააგენტოებსა და ტექნიკურ სააგენტოებს შეეძლოთ ადგილზე შესვლა და შესაბამისი სამუშაოს დაწყება. ამ ძალისხმევას უზრუნველვყოფთ ბოლომდე, ვიდრე არ დასრულდება სამუშაოები“, – განაცხადა ბრიგადის გენერალმა, ნესტორ ფავიან ნიეტო რივერამ.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა ან რატომ დაკარგა ბორტმა კავშირი სადისპეტჩეროსთან.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თანახმად, უსაფრთხოების ყველა შესაბამისი პროტოკოლი ამოქმედებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები.

კოლუმბიის კონგრესის წევრი, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობდა ვენესუელასთან მოსაზღვრე რეგიონში, რომელიც მრავალი წელია, კონფლიქტის ზონაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend