მთავარიაზიატაივანიტაივანში საზღვაო თავდაცვის სამხედრო წვრთნები გაიმართა

ტაივანში საზღვაო თავდაცვის სამხედრო წვრთნები გაიმართა

29 იანვარს ტაივანის საზღვაო ძალებმა სამხრეთ ტაივანის წუოინგის ბაზაზე სამხედრო  წვრთნები ჩაატარეს. სწავლების დროს, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის წინ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურებოდა, იმიტირებული იყო მტრის სადესანტო ოპერაციები.

წვრთნების ფარგლებში გამოიყენებოდა დრონები, ხმელეთზე განლაგებული შეიარაღება და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ზღვიდან მოახლოებული ძალის გასანეიტრალებლად.

სამხედროების ინფორმაციით, წვრთნები მობილური საზღვაო რადარით დაიწყო.  მიზანი იმ მტრის გემების აღმოჩენა იყო, რომლებიც ტაივანის ტერიტორიულ წყლებში შემოდიოდნენ.

შემდეგ საჰაერო დრონები სამიზნეების იდენტიფიცირებისა და სათვალთვალოდ განალაგეს. ისინი რეალურ დროში აწვდიდნენ სადაზვერვო ინფორმაციას დამრტყმელ დანაყოფებს.

„დრონების დაზვერვის მთელი პროცესი მოიცავს შეტევის ჯაჭვს,  სამიზნეების დაზვერვას, გამოვლენას, თვალთვალსა და იდენტიფიკაციას, ამის შემდეგ დრონი რაკეტებს ზუსტი დარტყმების განსახორციელებლად უშვებს“, – აცხადებს საზღვაო ძალების კაპიტანი სონგ ჩენია.

ამავდროულად, დრონები გაგზავნეს არსებული სამიზნეებისკენ, ამასთან დამატებითი ზიანის მისაყენებლად საზღვაო ნაღმები ააფეთქეს, რათა შეეჩერებინათ მტრის წინსვლა.

წვრთნები კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში  ტაივანის არმიის, საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების მიერ ორგანიზებული სამდღიანი საბრძოლო მზადყოფნის წვრთნების ნაწილი იყო.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოების ნდობის მოპოვებაა მომავალ სადღესასწაულო პერიოდში. როგორც ცნობილია, მოგზაურობისა და სადღესასწაულო აქტივობების დროს ტრადიციულად  იზრდება სამხედრო მზადყოფნა.

ბოლო წლებში ჩინეთთან დაძაბული ვითარების ფონზე ტაივანი ხშირად ატარებს სამხედრო წვრთნებს.

პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მასზე კონტროლის დამყარების მიზნით არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend