მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ევროკავშირში გაწევრებას 2027 წლისთვის გეგმავს

უკრაინა ევროკავშირში გაწევრებას 2027 წლისთვის გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია, ევროკავშირის წევრი 2027 წელს გახდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი იყოს. მისი თქმით, უკრაინა ამ საკითხზე მუშაობს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი ამისთვის მზად იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა. ხოლო შემდგომ საკითხი ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკესთან სატელეფონო საუბრისასაც განიხილა.

სოციალურ პლატფორმა X-ზე უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ავსტრიის კანცლერთან საუბრისას ომის დასრულების გზები და შემდგომ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.

„კანცლერს გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული სამმხრივი შეხვედრების შესახებ ვაცნობე. მხარეებმა ძირითადად სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა საუბარი უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მიერ უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში შეტანილი წვლილის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ თარიღზე ვსაუბრობთ, 2027 წელზე, და ამ მიდგომასთან დაკავშირებით პარტნიორებისგან მხარდაჭერას ველით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. ორ წელში კი გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2024 წელს დაიწყო. თავად ევროკავშირი კი გაფართოებისთვის მზადაა.

თუმცა, უკრაინის კავშირში გაწევრებას ყველა წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. უნგრეთი გარკვეულ საკითხებზე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ბლოკავს. უნგრეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინის გაწევრებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ეკონომიკური რისკები მოჰყვება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მრჩეველმა ვოლოდიმირ ზელენსკის მისწრაფებები გააკრიტიკა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლისთვის ისახავს მიზნად. ბრიუსელის ელიტა კი ამ გეგმაზე უკვე მუშაობს. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპელებს, ასევე უნგრელებს – სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პატრიოტული მთავრობა წინააღმდეგობას გაუწევს”, – წერს ბალაშ ორბანი.

ბრიუსელში კი ეტაპობრივი გაწევრების გზასაც განიხილავენ, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაჩქარებულად გახდეს. უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, გაწევრების პროცესში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია და კანდიდატ სახელმწიფოებს შორის სკრინინგის პროცესი ყველაზე სწრაფად დაასრულა. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა რუსეთის ომშია ჩართული, სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ევროკავშირში გაწევრებისთვის ემზადება, კიევი ევროკავშირისგან გაზრდილ მხარდაჭერას იღებს. გაწევრების პროცესის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირი კიევს ტექნიკურ და ფინანსურს დახმარებას უწევს, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობის მოხსნის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend