მთავარიაზიაირანიირანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

მიმდინარე კვირას ირანის ქალაქებსა და დასახლებებში ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რადგან ქვეყნის ვალუტის კურსი აშშ-ის დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

29 დეკემბერს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შეიკრიბნენ მომიტინგეები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. 29 დეკემბერს ასევე გადადგა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.

პოლიციამ ზოგიერთ რაიონში  აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა.

კადრებში ჩანს, რომ თეირანის ცენტრში, ბაზრის მახლობლად, შეკრებილი ადამიანები პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს ქვებს ესვრიან.

მედიის ცნობით, 30 დეკემბერს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა, რათა მათი მოთხოვნები მოესმინა.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ადმინისტრაცია ძალისხმევას არ დაიშურებს პრობლემების გადასაჭრელად და საზოგადოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მან  დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრ ესკანდარ მომენის, მომიტინგეებთან მოლაპარაკებები გაემართა.

ქვეყნის საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოჰამედ ჰადი სობჰანიანმა განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესის სასარგებლოდ გადახედავს საგადასახადო სისტემას და გააუქმებს დაგვიანებული გადასახადებისთვის დაწესებულ ჯარიმებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend