ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის ფარგლებში, 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა STEM სფეროებში.
პირველ ადგილზე გუნდი “კლასტერები“ გავიდა, რომლის წევრები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან, მე-2 ადგილზე გასული გუნდის “არმმო”-ს მონაწილეები კი GITA-ს დაფინანსებით სტენფორდის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გამარჯვებული გუნდების წევრებმა, თომა ვახტანგაძემ და დუდა კვინიკაძემ ისაუბრეს.

